ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია

599 50 58 98 /  599  94 74 19

პროგრამის შესახებ


  • წარმოადგენს ეფქტური ფსიქოთერაპიული სკოლების უნიკალურ სინთეზს
  • პროგრამაში წარმოდგენილია დროში გამოცდილი, ეფექტური ფსიქოთერაპიული ტექნიკების ნაკრები
  • თეორიული სწავლების პარალელურად მიმდინარეობს პრაქტიკა
  • სასწავლო პროცესსა და პრაქტიკულ მუშაობას წარმართავენ დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები
  • დენდრონი და მისი სასწავლო პლატფორმა - ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია, საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ სრულად აკრედიტებული ერთადერთი პოსტდიპლომური სასწავლო დაწესებულებაა - ჩვენ არ ვმუშაობთ რომელიმე ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ, საკუთრივ ჩვენი ორგანიზაცია, აკადემია და პროგრამებია აკრედიტებული!
  • სერთიფიკატს გასცემს ევროპული ასოციაცია
  • გაძლევთ მიზანმიმართული და აკადემიური ფსიქოთერაპიული მუშაობის ცოდნას და უნარებს,  ეს კი კლიენტთან თერაპიული ეფექტის მიღებისა და მათი კმაყოფილების გარანტიაა
  • მრავლი კმაყოფილი კლიენტი კი თქვენი კეთილდღეობის საწინდარია!

     დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკრედიტაციის რატიფიკაცია

ამსტერდამი, 2019 წლის 10 ოქტომბერი

🌀ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) პრეზიდენტი - ბრუნო ვან დენ ბოსი / Bruno van Den Bosch

🌀ვიცე პრეზიდენტი - ჰევარდ ვილკინსონი / Heward Wilkinson

🌀მდივანი - ჯოანა ჰევიტ ევანსი / Joanna Hewitt Evans

🌀დენდრონის ხელმძღვანელი - მაია ბეგაშვილი / Marine (maia) Begashvili

🌀დენდრონის აკადემიის ხელმძღვანელი - ნინო კიბახიძე / Nino Kobakhidze

რას ისწავლით და მიიღებთთეორია და მეთოდოლოგია1380 საათი

რას ისწავლით ?  


1. ფსიქოთერაპიის 8 აღიარებული მოდალობის თეორიულ საფუძვლებს, ბაზისურ დებულებებს და მეთოდოლოგიას (ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, ფსიქოსინთეზი, გეშტალტთერაპია, ნლპ (თერაპიული მოდელი), კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია (კბთ), ჰიპნოთერაპია (კლასიკური და მილტონ ერიკსონის ჰიპნოზი), მოკლევადიანი სტრატეგიული თერაპია, ფსიქოდრამათერაპია)

2. მათ საფუძველზე ფორმირებული ტექნიკების კონკრეტულ ალგორითმს, გაწერილ ქმედებებს

3. სხავადასხვა მოდალობების ინტეგრირების სქემებსა და მექანიზმებს

4. ფსიქოსექსოლოგიის საავტორო კურსს

რას მიიღებთ?


1. გეცოდინებათ ფსიქოთერაპიის 8 აღიარებული მოდალობის თეორიული საფუძვლები, ძირითადი პოსტულატები და თეზისები, მათ მიერ წარმოდგენილი ინდივიდისა და ფსიქიკის გაგება და ფუნქციონირებისა და ცვლილების მექანიზმები

2. გეცოდინებათ ზემოთ ჩამოთვლილი მოდალობების ფარგლებში ფორმირებული ფსიქოთერაპიული ტექნიკების, ზემოქმედებისა და ცვლილების ინსტრუმენტების კონკრეტული ალგორითმები, თანმიმდევრული, გაწერილი ქმედებები, რომელსაც გამოიყენებთ და დანერგავთ პრაქტიკაში სწავლისთანავე

3. გეცოდინებათ სხვადასხვა მოდალობების ინტეგრირების კონკრეტული, ზუსტი სქემა, რომელსაც გამოიყენებთ მიზანმიმართულად, კონკრეტული კლიენტის/პაციენტის საჭიროებისა და რესურსების შესაბამისად

4. სრულად შეისწავლით და გეცოდინებათ თანამედროვე ფსიქოსექსოლოგია - ფსიქოსექსუალური განვითარების კანონზომიერებები (ნორმა და პათოლოგია), ქალის სექსუალური დისფუნქციები და მათი მკურნალობა და ფსიქოთერაპია, მამაკაცის სექსუალური დისფუნქციები და მათი მკურნალობა და ფსიქოთერაპია, ოჯახური და წყვილთაშორის სექსუალური დისჰარმონიის ფსიქოთერაპია

5. გეცოდინებათ პიროვნების ფსიქოლოგია და პიროვნების თეორიები, ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელი,  ადამიანის განვითარების ეტაპები და მათი გავლენა მისი ფუნქციონირების ყველა სფეროზე, ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის საფუძვლები, ფსიქოსომატური დარღვევები, ფსიქოპათოლოგია და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

 6. ისწავლით ფსიქოდიაგნოსტიკის წარმოებას

პროგრამა

1

რა გავლენას ახდენს ჩვენი პაციენტისადმი დამოკიდებულება და ქცევა ფსიქოთერაპიულ პროცესზე  და მის შედეგებზე?  როგორი ქმედებაა სწორი ან მცდარი? -  პროფესიული ეთიკა

საათი:10

2

როგორია ცვლილების პროცესის ალგორითმი? რა ნიშნები მიგვითითებს,რომ კლიენტი/პაციენტი ცვლილების პროცესშია?ცვლილების თეორიები

საათი:20

3


როგორ შევაფასოთ ობიექტურად ფსიქოთერაპიისთვის აქტუალური ემოციური მდგომარეობები, ინდივიდუალური განსხვავებები და პიროვნული თავისებურებები ? როგორ დავწეროთ ფსიქოდიაგნოსტიკური შეფასება ? - ფსიქოდიაგნოსტიკა

საათი:20

4

რომელია ფსიქოთერაპიის აღიარებული მოდალობები? რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? რატომ არის მიჩნეული თითოეული მათგანი აღიარებულ მოდალობად?ზოგადი ფსიქოთერაპია

საათი:20

5

როგორ აისახება ასაკობრივი გამოწვევები ადამიანის ცხოვრებაზე და როგორ ამოვიცნოთ მათი კვალი  აქტუალურ ფსიქოლოგიურ პრობლემაში ? - ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგია

საათი:20

6

რა ნიშნებიაქვს ფსიქიკურ დარღვევებს? როგორ ამოვიცნოთ და შევაფასოთ მათი გამოხატულების ხარისხი და ზიანი?-ფსიქოპათოლოგია და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

საათი:10

7

რა გავლენას ახდენს ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანის ცხოვრებაზე? როგორია მათი ფორმირებისა და ცვლილების მექანიზნები? როგორია ჯანსაღი და არაჯანსაღი პიროვნების  მახასიათებლები?- პიროვნების ფსიქოლოგია

საათი:20

8

როგორ ფორმირდება ხასიათი და პიროვნული აშლილობები? როგორია პიროვნული აშლილობების ფსიქოთერაპიის ინტეგრირებული მოდელი?ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული თეორია

საათი:40

9

რა არის და როგორ ფორმირდება ადამიანის სექსუალობა? რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის სექსუალობა? როგორია ქალისა და მამაკაცის სექსუალური დარღვევები? როგორ ხორციელდება მათი ფსიქოთერაპია?- ფსიქოსექსოლოგია

საათი:80

10

რა გავლენას ახდენს ინდივიდის  აქტუალურ პრობლემაზე არაცნობიერი ტენდენციები ? როგორია მათთან მუშაობის სპეციფიკა ? ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია

საათი:80

11


როგორ აისახება ბაზისური ღირებუელბები და რწმუნებუელბები აქტუალურ პრობლემაზე?  როგორ ვიპოვოთ გზა საკუთარი მე-ს საუკეთესო ვერსიისკენ ?- ფსიქოსინთეზი

საათი:80

12

როგორია პიროვნების რღვევის მექანიზმები ? როგორ აღვიდგინოთ მისი  მთლიანობა ?-გეშტალტთერაპია

საათი:80

13

რა წვლილი შეაქვს აქტუალურ პრობლემაში დისფუნქციურ ცხოვრებიშეულ ხედვას ? როგორ შევქმნათ ბედნიერებისა და წარმატების ინდივიდუალური მოდელები და გადავიტანოთ ისინი ცხოვრებაში ? - ნეირო - ლინგვისტური პროგრამირება

საათი:80

14

როგორია დისფუნქციური აზროვნებისა და ქმედების ცვლილების მეთოდები? -კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია

საათი:80

15

როგორ გამოვიყენოთ შთაგონებადობა თერაპიული ეფექტის მისაღებად, ქცევის მოდელების, აზროვნების სტილის და ზოგადად პიროვნების ცვლილებისთვის?-ჰიპნოთერაპია

საათი:80

16

როგორია ნევროტული, ირაციონალური, დისფუნქციური  აზროვნებისა და ქცევითი სისტემების ყველაზე ეფექტური პარადოქსული სტრატეგიები?-სტრატეგიული ფსიქოთერაპია

საათი:80

17

როგორ აისახება ინდივიდის პრობლემაზე როლური დისბალანსი და სოციალური სტატუსი? სოციალური სტატუსი, როგორც თვითრეალიზაციის ხელმშეწყობი და/ან ხელშემშლელი ფაქტორი - ფსიქოდრამათერაპია

საათი:80

სუპერვიზი150 საათი

რას ისწავლით ?  


1. დაეუფლებით ფსიქოთერაპიის წარმოებისათვის საჭირო უნარ - ჩვევებს

2. დაამუშავებთ თვითრეფლექსიას, კლიენტზე რეაგირების ფორმებს ფსიქოთერაპიის პროცესში

3. ყოველი კონკრეტული ქეისისთვის დაამუშავებთ ინტერვენციის ალტერნატიულ გზებს

4. ისწავლით კლიენტთან/პაციენტთან მუშაობის მიმართულების განსაზღვრას

5. ისწავლით თვითრეგულაციას და ფსიქოეკოლოგიის დაცვას

6. დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თერიული დეფიციტი და გაიღრმაოთ ამ მიმართულებით ცოდ

7. ისწავლით ქეისების ეთიკურ ჭრილში დამუშავებას

რას მიიღებთ?


1. შეძლებთ ქეისის თანმიმდევრულად, ორგანიზებულად წარმართვას

2. შეძლებთ საკუთარი ემოციური საპასუხო რეაქციების ამოცნობასა და მართვას თერაპიის წარმოების პროცესში

3. კიდევ უფრო გაიღრმავებთ თეორია მეთოდოლოგიის შესაწავლის შედეგად მიღებულ ცოდნას (ინტერვენციის ალტერნატიული გზების მოძიება, მიმართულების განსაზღვრა, ფსიქოეკოლოგიის დაცვა და ა.შ.)

4. შეგეძლებათ ქეისის წარმართვა ეთიკის პრინციპების სრული დაცვით


კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით300 საათი

რას ისწავლით ?  


1. ისწავლით პაციენტთან და მის უახლოეს გარემოსთან ურთიერთობას

2. ისწავლით მულტიდისციპლინურ გუნდთან  ურთიერთობას და ჯგუფურ მუშაობას

3. ისწავლის შემთხვევის მართვას

4. გაეცნობით კლინიკის შინაგანაწესს და მიიღებთ კლინიკაში პროტოკოლით მუშაობის გამოცდილებას

5. შეიძენთ კლინიკური მუშაობის უნარ - ჩვევებს

6. ისწავლით ჯგუფური თერაპიის წარმოებას

7. ისწავლით ერთი და იგივე პათოლოგიის დროს ქეისის ფსიქოთერაპიულ დიფერენცირებას.


რას მიიღებთ?


1. შეძლებთ პაციენტებთან და მათ უახლოეს გარემოცვასთან კომუნიკაციის ეფექტურ წარმოებას

2.მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მუშაობის პროცესში გამოგიმუშავდებათ პრობლემის მრავალკუთხიანი ხედვა

3. შეიძენთ პაციენტთან მუშაობისას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარს

4. შეგეძლებათ ანამნესტური, კლინიკური და მოტივაციური ინტერვიუირების ჩატარება

5. გეცოდინებათ წარმოებული ქეისის ეფექტურობის შეფასება

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ პაციენტებთან ეფექტურ მუშაობაში!


პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური)250 საათი

რას ისწავლით ?  


1. ისწავლით უარყოფითი ემოციების (შიში, ფორიაქი, შფოთვა) მართვას

2. აიმაღლებთ ემოციურ ინტელექტს

3. ისწავლით და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგავთ სტრესთან გამკლავების ადაპტურ სტრატეგიებს

4. გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარებს

5. ისწავლით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობების ჰარმონიულად წარმართვას

6. ისწავლით კონფლიქტების დარეგულირებას

7. ისწავლით საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას

 8. სტრატეგიული ცხოვრებისეული მიზნების სწორად დასახვას

9. ისწავლით საკუთარი რესურსების მოძიებას, მობილიზებას და მიზანმიმართულ გამოყენებას წარმატების მისაღწევად

10. აიმაღლებთ შემოქმედებით პოტენციალს

11. ისწავლით საკუთარი ტკივილების სწორად განსაზღვრას და მათგან გათავისუფლების გზებს

12. ისწავლით მრავალ საინტერესო, ეფექტურ ტექნიკას ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის


რას მიიღებთ?


1. შეგეძლებათ ემოციების მართვა ნებისმიერ სიტუაციაში

2. სტერსთან ეფექტურად გამკლავება

3. სტრესის გარდაქმნა წარმატების პოტენციალად

4. შეგეძლებათ ეფექტური კომუნიკაციის წარმოება როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან

5. გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან

6. შეძლებთ თქვენი ყველა სოციალური როლის გათავისებას და მართვას

7. იცხოვრებთ კონფლიქტების გარეშე როგორც საკუთარ თავთან, ისე გარესამყაროსთან

8. გაიზრდება თვითრელიზაციისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე

9. იგრძნობთ თავს წარმატებულად

10. გეცოდინებათ საკუთარ თავთან სამუშაო, თვითარეგულირებელი ფსიქოთერაპიული მეთოდები და ტექნიკები


ვისთვის არის ეს პროგრამა?


ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის რომლებიც


  • აწარმოებენ პრაქტიკულ მუშაობას კლიენტებთან/პაციენტებთან და სურთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის მოპოვება
  • აწარმოებენ პრაქტიკულ მუშაობას კლიენტებთან/პაციენტებთან და სურთ თეორიული ცოდნის ამაღლება და პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარება
  • სურთ კლიენტებთან/პაციენტებთან ეფექტური მუშაობა  და საჭიროებენ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას
  • ვერ საქმდებიან საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად


მედიკებისათვის  რომლებიც


  • დასაქმებული არიან ფარმაკოლოგიაში და სურთ ექიმობა
  • აქვთ ბაკალავრის ხარისხი და სურთ ექიმობა
  • პაციენტთან მუშაობის პროცესში ხედავს ფსიქოთერაპიული აქტივობის საჭიროებას




სტუდენტი ფსიქოლოგების და მედიკოსებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ ფსიქოთერაპევტები


პარაფსიქოლოგებისა და ეზოთერიკებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ აკადემიური ცოდნის შეძენა და სერთიფიკატის მოპოვება  წარმატებული პრაქტიკისთვის


აღმოსავლური ფილოსოფიითა და პრაქტიკით გატაცებული პირებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ აკადემიური ცოდნის შეძენა და სერთიფიკატის მოპოვება  წარმატებული პრაქტიკისთვის


ახალი პროფესიის შეძენის მსურველებისთვის, რომელთაც მოსწონთ ადამიანების დახმარება, მათთან ურთიერთობა და სურთ თანმიმდევრული პრაქტიკული გამოცდილების მიღება ამ მიმართულებით


პირებისთვისრომლებსაც აქვთ ფსიქოთერაპიული საჭიროება და სურთ მოიპოვონ ცოდნა ფსიქოთერაპიაში.

გაქვთ პრაქტიკული ცოდნის დეფიციტი



ფლობთ  გარკვეულ თეორიულ ცოდნას ფსიქოთერაპიაში, იცნობთ მისი წარმოების ბაზისურ პოსტულატებს, გსურთ პრაქტიკული მუშაობა, მაგრამ არ ფლობთ სამუშაო ინსტრუმენტებს, აცნობიერებთ, რომ არ იცით სამუშაო მეთოდები და ინსტრუმენტები.



გაქვთ თეორიული ცოდნის დეფიციტი ფსიქოთერაპიაში


მუშაობთ საუნივერსიტეტო განათლების, თვითგანვითარებისა და ცალკეული ტრენინგების გზით მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით. აცნობიერებთ, რომ გჭირდებათ ფსიქოთერაპიის სისტემური თეორიული ცოდნა და თანამედროვე ტენდენციების სწავლა.


თქვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ აღწევთ სასურველ თერაპიულ ეფექტს პაციენტთან მუშაობისას


არ იშურებთ ძალ-ღონეს დაეხმაროთ კლიენტებს/ პაციენტებს სირთულეების გადალახვის, პრობლემის მოგვარების, გამოჯანმრთელების საქმეში, მაგრამ შედეგი არ დგება, უმნიშვნელოა და არ ამართლებს მათ მოლოდინებს, თქვენ კი გაეჭვებთ საკუთარ შესაძლებლობებში ან აღგეძვრებათ დანაშაულის გრძნობა.






გყავთ ცოტა კლიენტი, დიდი ძალისხმევის მიუხედვად



დიდი დროს, ენერგიას, მონდომებას იჩენთ კლიენტებთან/პაციენტებთან მუშაობის დროს, თქვენი დახმარების მოტივები და განზრახვა კეთილშობილურია, თუმცა ამის მიუხედავად მცირე რაოდენობის კლიენტები/პაციენტები მოგმართავენ, რაც იწვევს სტრესს.

გაქვთ მცირე შემოსავალი დიდი ძალისხმევის მიუხედავად



დიდი ძალისხმევისა და დახმარების კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად კლიენტების/პაციენტების რაოდენობა და, შესაბამისად ფინანსები მცირეა. გსურთ ამ მდგომარეობით გამოწვეული სტრესის შეცირება, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება საყვარელი საქმით, რომლიც კეთებაც განიჭებთ სიამოვნებასა და ბედნიერებას.




ვერ ხედავთ საუნივერსიტეტო ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივას


სასურველი პროფესიის შესაძენად არ დაგიშურებიათ დრო, ენერგია, მატერიალური რესურსი, შესაძლოა უკვე მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფლობთ და აცნობიერებთ, რომ კლიენტთან/პაციენტთან პრაქტიკული მუშაობისთვის ეს საკმარისი არ არის და საჭიროა სპეციფიკური პოსტდიპლომური განათლება.










თქვენ გჭირდებათ ევროპული სერტიფიკატი 


გაქვთ კლიენტებთან/პაციენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მოიპოვეთ ცოდნა ლიტერატურის დამუშავებისა და ცალკეულ ტრენინგებში მონაწილეობის გზით, მაგრამ არ გაქვთ თქვენი პროფესიის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თქვენი ცოდნა კი საჭიროებს განახლებას.






  ვერ საქმდებით თქვენი კომპეტენციის შესაბამისად


ვერ ახერხებთ დასაქმებას, ვინაიდან გაქვთ ცოდნა, მაგრამ არ გენდობიან, რადგან არ გაქვთ მისი დამადასტურებელი დოკუმენტი, სერთიფიკატი.














ვერ აწაროებთ სამედიცინო პრაქტიკას „ხარ, მაგრამ არ ხარ ექიმი“



წარმატებით დაასრულეთ სამედიცინო განათლების პირველი საფეხური, დასაქმებული ხართ ფარმაკოლოგიის, სამედიცინო წარმომადგენლობის ან რაიმე სხვა სფეროში და გსურთ იმუშაოთ ფსიქოთერაპიულ პაციენტებთან, იყოთ ექიმი.


არ გაქვთ საჭირო ინსტრუმენტები ადამიანების სრულფასოვანი დახმარებისათვის, მიუხედავად დახმარების დიდი სურვილისა


გრძნობთ, რომ მოგწონთ ადამიანების დახმარება, მათი გამხნევება, მოტივირება, ცდილობთ დაეხმაროთ პოტენციალის წარმოჩენასა და რეალიზებაში, უარყოფითი ემოციების - შიშის, გაუბედაობის, ეჭვის, დაურწმუნებლობის, დანაშაულის გრძნობების დაძლევაში, ეს პროცესი განიჭებთ სიამოვნებას, მიგაჩნიათ რომ ეს თქვენი მოწოდებაა, სიამოვნებით დაკავდებოდით ამ საქმიანობით, თუმცა აცნობიერებთ სისტემური ცოდნისა და მეთოდების, ზემოქმედების ტექნიკების სწავლისა და დაუფლების აუცილებლობას.


განიცდით სტრესს და დისკრიმინაციას, საზოგადოების ნეგატიური განწყობის გამო


იყენებთ აღმოსავლური ფილოსოფიის, ეზოთერიკის, ოკულტური სწავლების ამა თუ იმ მეთოდებს, აღწევთ შედეგებს, თუმცა საზოგადოება ნეგატიურად აფასებს თქვენს საქმიანობას, რაც ჩრდილს აყენებს მიღწეულ შედეგს და ხელს გიშლით თვითრეალიზებასა და წარმატების მიღწევაში.

აღწევთ თერაპიულ შედეგებს, მაგრამ ვერ ხსნით და ასაბუთებთ მათ


იყენებთ სხვადასხვა თერაპიულ, აღმოსავლური პრაქტიკის, ეზოთერიკის, პარაფსიქოლოგიის, ოკულტიზმის ინსტრუმენტებს, აღწევთ გარკვეულ შედეგებს, მაგრამ ვერ ხსნით ცვლილების მექანიზმს და პრინციპებს, რაც ბუნდოვანს ხდის პრობლემის გადაჭრის, მკურნალობის პროცესს და, შესაძლოა, ეჭვსა და შიშს ბადებდეს პოტენციურ კლიენტებსა და პაციენტებში, თქვენ კი კარგავთ კლიენტებს და მატერიალურ კეთილდღეობას.






გაქვთ ფსიქოლოგიური სირთულეები, რომლებიც ვერ გადაჭერით მრავალი მცდელობის მიხედავად


გარკვეული პერიოდია ამ მრავალი წელი იტანჯებით ურთიერთობების სფეროში არსებული სირთულეებით, ტკივილებით, ვერ ახერხებთ საკუთარი შესაძებლობების რეალიზებას, თვითდამკვიდრებას, გსურთ ცხოვრებისეული ცვლილებები და ვერ პოულობთ მისაღწევ გზებს, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა უკვე მიმართეთ სპეციალისტს, ეცნობით ლიტერატურას ამ მიმართულებით და ცდილობთ ამოკითხული პრინციპების საკუთარი ძალებით დანერგვას ცხოვრებაში.

ვისთვის არ არის ეს კურსი?


  • ვინც ამჯობინებს არარეგულირებულ  მუშაობას ფსიქოთერაპიაში
  • ვისთვისაც პრაქტიკული მუშაობა სახელმწიფო  და ლეგიტიმური საერთაშორისო პროფესიული თანამეგობრობის სერთიფიცირების გარეშე მომგებიანი
  • ვისთვისაც მთავარია ყავდეს პაციენტი და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მათ მიერ მიღებულ თერაპიულ ეფექტს
  • ვინც თვლის, რომ ფსიქოთერაპიაში ერთი თერაპიული მოდალობით მუშაობა საკმარისია
  • ვინც თვლის, რომ საუნივერსიტეტო განათლება საკმარისია კლიენტთან/პაციენტთან ეფექტური მუშაობისთვის
  • ვინც თვლის, რომ ფსიქოლოგის დიპლომი საკმარისია კლიენტებთან/პაციენტებთან პრაქტიკული მუშაობისთვის

ვინ ახორციელებს პროგრამას?

  • პროგრამას ახორცილებს დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (იფსა). Fb IEIPDendroni
  • ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეგიდით.

ჩვენი პარტნიორები არიან

1.ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია - European Association for Psychotherapy - http://europsyche.org/


2. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია - European Association for integrative Psychotherapy - http://www.euroaip.eu/


3.პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგა - Профессиональная Психотерапевтическая Лига - http://www.oppl.ru/

რატომ ჩვენ?

N1

დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, რომელმაც მოიპოვა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სრული აკრედიტაცია. (არა რომელიმე შვილობილი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ, არამედ საკუთარი სახელით).

N2

4 წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ აკმაყოფილებთ სერთიფიცირების ერთიან ევროპულ სტანდარტს _ ECP და შეგიძლიათ გახდეთ ECP სერთიფიკატის მფლობელი პირდაპირი კანდიდატურის წესით. სერთიფიკატის მიღება გულისხმობს ფსიქოთერაპევტის აღიარებულ კვალიფიკაციას ევროპის ქვეყნებში; ასევე მუშაობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს ენობრივი კომპეტენციის ჩათვლით.

N3

ფსიქოთერაპიის შესასწავლად აუცილებელი ყველა პროცესი - თეორიული სწავლება, სუპერვიზია, ინდივიდუალური თერაპა - თავმოყრილია ერთ სივრცეში.

N4

უზრუნველყოფილია კლინიკური პრაქტიკა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

N5

პროგრამებს წარმართავენ დარგის ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები.

N6

სწავლა მიმდინარეობს სამუშაო გარემოსგან მოწყვეტის გარეშე.


N7

განვლილი საათები აკრედიტებულია ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ.

N8

წარმატებულ მოსწავლეებს აქვთ ჩვენთან დასაქმების შესაძლებლობა.

N9

მსმენელებს აქვთ ხელმისაწვდომობა ელექტრონული წინგების საცავთან და სპეცალისტების მიერ მიწოდებულ სხვა მასალებთან.

პროგრამა იძლევა რეალურ შანსს გახდე უმაღლესი კლასის, ევროპული სტანდარტის სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი!


ეს პროგრამა მხოლოდ მათვისაა, ვისაც ფსიქოთერაპია დამოუკიდებელ პროფესიად მიაჩნია, გრძნობს და იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის/პაციენტის თერაპიულ შედეგზე და ფსიქო - ფიზიკურ ჯანმრთელობაზე!


ექსპერტები

მარინე (მაია) ბეგაშვილი

  • ფსიქოთერაპევტი (ECP), მულტიმოდალი, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში https://dendroni.ge/ka/chven-shesakheb/chveni-gundi/article/6697-fsiqoterapevti-maia-begashvili
  • პროგრამის თანაავტორი და ხელმძღვანელი
  • ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი
  •  დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი და ფსიქოთერაპევტი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი და რეესტრის ფსიქოთერაპევტი (ЕАР)
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის დოქტორანტი, ექიმი ნარკოლოგი
  • ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიზის, ფსიქოსინთეზის, გეშტალტის, ფსიქოდრამის, ჯგუფური თერაპიის,  სპეციალისტი, NLPt ოსტატი, ჰიპნოთერაპევტი, სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპიის სპეციალისტი.

ნინო კობახიძე

  • ფსიქოთერაპევტი (ECIP ინტეგრირებული მიდგომა) პრაქტიკის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში https://dendroni.ge/ka/chven-shesakheb/chveni-gundi/article/71884-nino-kobakhidze
  • ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი
  • ფსიქოსინთეზის, გეშტალტის, ჰიპნოთერაპიის, კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის, მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპიის, კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის     სპეციალისტი

ნიკიტა ვლასოვი

  • ფსიქოთერაპევტი(ECP), მულტიმოდალი, პრაქტიკის უფლებით ევროკავშირის ფარგლებში
  • პროგრამის ავტორი
  • ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი (ЕАР), ფსიქოლოგიური მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის წევრ კორესპნდენტი.
  • პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) წევრი, ნაციონალური ნარკოლოგიური საზოგადოების წევრი
  • ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკური ფსიქოლოგი, NLP-ტექნოლოგიების, ერიქსონის ჰიპნოზის, სტრატეგიული თერაპიის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის თერაპიის სპეციალისტი, ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის NLP ტრენერი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი
  • 30-ზე მეტი მონოგრაფიისა და პუბლიკაციის ავტორი ფსიქოთერაპიაში


ბრუნო ვან დენ ბოში (Bruno Van den Bosch)

  • ECP, ფსიქოთერაპევტი (ინტეგრირებული მიდგომა)
  • პროგრამის კრეატიული ხელმძღვანელი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის                                                                 ( EAIP http://www.euroaip.eu/about-eaip/governing-board /)  პრეზიდენტი
  • ბელგიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ინსტიტურტის “Educational Academy”                                    (  https://educatieve-academie.be/en/ ) დირექტორი
  • ინტერაქტიული დიზაინის 4 წლიანი სასწავლო კურსის ავტორი და პედაგოგი
  • კრეატიული თერაპიის 2 წლიანი სასწავლო კურსის ავტორი და ხელმძღვანელი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის, გეშტალტის, ფსიქოსინთეზის, ბიოენერგეტიკის, სტრატეგიული მოკლევადიანი თერაპიის, ჰიპნოთერაპიის, იუნგისეული ფსიქოანალიზის სპეციალისტი.

ვლადიმერ დომორაცკი

  • საქართველოში ფსიქოსექსოლოგიის საავტორო კურსის ხელმძღვანელი  https://fsc.bsu.by/ru/domorackiy-vladimir-antonovich/
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • რუსეთის სამეცნიერო სექსოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი;
  • საერთო ევროპული პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის ნამდვილი წევრი, პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) ოფიციალური საერთაშორისო კლასის წარმომადგენელი;
  • ერიქსონის თერაპიისა  კლინიკური ჰიპნოზის, ოჯახური და წყვილთა თერაპიის, პრობლემაზე ორიენტირებული თერაპიისაა და ა.შ. სერთიფიცირებული სპეციალისტი;
  • პროფესიულ ფსიქოთერაპიულ ლიგაში ხელმძღვანელობს მოდალობას „ერიქსონის თერაპია და ერიქსონის ჰიპნოზი“, მიყავს სასწავლო პროგრამები ერიქსონის ჰიპნოზში, ასევე სემინარები სექსუალური დისფუნქციისა და წყვილებს შორის დისჰარმონიის ფსიქოთერაპიის სფეროში, თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაციის მიმართულებით და ა.შ.

მაშა ჟველცი (Maša Žvelc)

  • ECP, ფსიქოთერაპევტი (ინტეგრირებული მიდგომა- SDP) საერთაშორისო კლასის ტრენერი და სუპერვაიზორი (EAIP, IIPA)
  • პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი    https://www.ipsa.si/en/teacher/masa-zvelc/
  • ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სლოვენიის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის და კონსულტირების (IPSA) ინსტიტუტის დამფუძნებელი და თანახელმძღვანელი
  • ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში უძღვება არტ თერაპიის კურსს
  • თანამშრომლობს სლოვენიურ და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ექსპერტის რანგში


ლისბეთ პლისარტი (Liesbet Plissart)

  • ფსიქოთერაპევტი (ECP), ინტეგრირებული მიდგომა, პრაქტიკის და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში
  • მოწვეული სპეციალისტი, დარგის ექსპერტი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მაგისტრი
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი - კლინიკური ორთოპედაგოგი, ქცევითი აშლილობები
  • სერთიფიცირებული ქოუჩი
  • მაინდფულნეს მედიტაციის მასწავლებელი


გამოხმაურებები

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

დარეგისტრირდით საწავლო პროგრამაზე დღეს !

სწავლების ფორმატი

ლექცია

ლექციაზე სპეციალისტი ისაუბრებს შესასწავლი საგნის თეორიული საფუძვლებზე, ბაზისურ თეზისებსა და მუშაობის მექანიზმებზე. საშუალება გექნებათ დაუსვათ მათ თქვენთვის საინტრესო კითხვები და მიიღოთ კომპეტენტური პასუხები.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • ღრმა თეორიულ ცოდნას ფსიქოთერაპიის 8 აღიარებულ მოდალობაში (ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიზი, ფსიქოსინთეზი, გეშტალტთერაპია, ნლპ (თერაპიული მოდელი), კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია (კბთ), ჰიპნოთერაპია - კლასიკური და მილტონ ერიკსონის ჰიპნოზი, მოკლევადიანი სტრატეგიული თერაპია, ფსიქოდრამათერაპია), ფსიქოსექსოლოგიასა და პიროვნების ფსიქოლოგიაში;
  • გააკეთებთ აღმოჩენებს საკუთარ თავსა და კლიენტებზე;
  • მოიძიებთ პასუხებს აქტუალურ კითხვებზე;
  • მიიღებთ ელექტრონულ ლიტერატურას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ მასალებს;
  • მიიღებთ გავლილი აკრედიტებული საათების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სემინარი

სემინარზე მოისმენთ და შეითვისებთ ევროპული სტანდარტის სპეციალისტებისა და ექსპერტების გამოცდილებას და სირთულეებთან გამკლავებისა და დილემების გადაჭრის გზებს, გადაჭრით საკუთარ დილემებს, მოისმენთ და დაამუშავებთ ფსიქოთერაპიული სავარჯიშოების პროტოკოლებს.  ასევე, ინტერაქტიულ რეჟიმში გაუზიარებთ სპეციალისტებს და კოლეგებს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებას, განიხილავთ წაკითხული ლიტერატურას თეორიულ და პრაქტიკულ ჭრილში.

შედეგად თქვენ მიიღებთ:
  • მოიძიებთ პრაქტიკის დროს წარმოშობილი სირთულეებიდან გამოსავლის ეფექტურ გზებს;
  • შეისწავლით დროში გამოცდილი, ეფექტური ფსიქოთერაპიული სავარჯიშოების პროტოკოლებს;
  • გაუზიარებთ გამოცდილებას კოლეგებს და გაიზიარებთ მათ გამოცდილებას, რაც გაზრდის თქვენს ეფექტურობას;
  • მიიღებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ალგორითმებს;
  • მიიღებთ გავლილი აკრედიტებული საათების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენინგი/მასტერკლასი/ვორქშოფი

ტრენინგზე სპეციალისტები წარმოადგენენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობების ინტეგრირებული ტექნიკების კონკრეტულ ალგორითმებს - ნაბიჯებად გაწერილ სქემებს სტატეგიული კითხვებითა და ძირითადი აქცენტებით, მასტერკლასის დროს შეასრულებთ ამ ტექნიკებს ჯგუფში და მიიღებთ მუშაობის საკუთარ გამოცდილებას. ტრენინგისა და ვორქშოფის ფორმატში შეასრულებთ წარმოდგენილ ტექნიკებს, საჭიროების შემთხვევაში დასვამთ კითხვებს და მიიღებთ ინდივიდუალურ უკუკავშირს შესრულებულ სავარჯიშოზე, გაიმართება დისკუსია, სურვილის შემთხვევაში წარმოადგენთ  ქეისს, რომელზეც გაიმართება მსჯელობა.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • შეიძენთ ფსიქოთერაპიის  ეთიკურად და ეფექტურად წარმართვის უნარ - ჩვევებს;
  • დროში გამოცდილი თერაპიული მეთოდებისა და ტექნიკების ალგორითმებსა და სქემებს, რომელთაც მაშინვე, უკვე ტრენინგის დასრულების შემდეგ დანერგავთ პრაქტიკაში;
  • გაიზრებთ საკუთარი მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებს, დასახავთ სუსტი მხარეების გაუმჯობესების გზებს და აქცევთ მათ ძლიერ მხარეებად;
  • გაუზიარებთ გამოცდილებას კოლეგებს და გაიზიარებთ მათ გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ეფექტურობას, კომპეტენციებსა და თვითრწმენას;
  •  შეიძენთ ღირებულ პროფესიულ კონტაქტებს;
  •  მიიღებთ გავლილი აკრედიტებული საათების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ჯგუფური თერაპია

ჯგუფური თერაპიის დროს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ECP, ჩაატარებს ჯგუფურ თერაპიულ შეხვედრებს (200 საათი) მხოლოდ პროგრამის სტუდენტებისთვის, დახურულ ჯგუფში.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • დაამუშავებთ და გათავისუფლდებით აქტუალური ფსიქოლოგიური სირთულეებისგან;
  • მოახდენთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზებას;
  • აიმაღლებთ ემოციურ ინტელექტს;
  • მოიპოვებთ შინაგან ბალანსს;
  • მიიღებთ მეტ კმაყოფილებას ურთიერთობებისა და ცხოვრებისგან;
  • ისწავლით ფსიქოთერაპიის წარმოების დროში გამოცდილ და ეფექტურ მეთოდებს;
  •  მიიღებთ ცნობას გავლილი თერაპიული საათების შესახებ.

ინდივიდუალური თერაპია

ინდივიდუალური თერაპიის დროს გექნებათ თერაპიული სესიები (50 საათი) ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტთან, ECP.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • დაამუშავებთ და გათავისუფლდებით აქტუალური ფსიქოლოგიური სირთულეებისგან;
  • მოიპოვებთ შინაგან ბალანსს;
  • მიიღებთ მეტ კმაყოფილებას ურთიერთობებისა და ცხოვრებისგან;
  •  მიიღებთ ცნობას გავლილი თერაპიული საათების შესახებ.

კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით

კლინიკურ პრაქტიკას ინდივიდუალური გრაფიკით გაივლით ლიცენზირებულ  სამედიცინო დაწესებულებაში, ნარკოლგიურ კლინიკაში, სადაც გაეცნობით კლინიკის ფუნქციონირებას, იმუშავებთ მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად კონკრეტულ ქეისზე, განახორციელებთ ანამნესტურ, კლინიკურ და მოტივაციურ ინტერვიუირებას პაციენტებთან, ჩაატარებთ მათთან თერაპიულ სესიებს, გაეცნობით მათი ოჯახის წევრებს. კლინიკაში განხორციელებული აქტივობების სუპერვიზირებას აწარმოებს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ECP.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • შეიძენთ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარ - ჩვევებს;
  • შეიძენთ ანამნესტური, კლინიკური და მოტივაციური ინტევიუირების წარმართვის უნარებს;
  • გუნდური მუშაობის უნარებს;
  • კლინიკური მუშაობის გამოცდილებას;
  • მუშაობის ეფექტურობის შეფასებას გამოცდილი სუპერვიზორის მიერ;
  •  მიიღებთ ცნობას გავლილი კლინიკური პრაქტიკისა და სუპერვიზიის  შესახებ.

სუპერვიზია

კლიენტებთან/პაციენტებთან მუშაობს პარალელურად ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ECP განახორციელებს თქვენი მუშაობის სუპერვიზიას - პროფესიულ წრეში განიხილავთ ფსიქოთერაპიის პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს, მოხდენთ თვითრეფლექსიას, დასახავთ წარმოქმნილი სირთულიდან გამოსვლის გზებს და გააცნობიერებთ მათი წარმოშობის მიზეზებს.

შედეგად თქვენ მიიღებთ:


  • შეძლებთ ქეისის თანმიმდევრულად, ორგანიზებულად წარმართვას;
  • შეძლებთ საკუთარი ემოციური საპასუხო რეაქციების ამოცნობასა და მართვას თერაპიის წარმოების პროცესში;
  • კიდევ უფრო გაიღრმავებთ თეორია - მეთოდოლოგიის შესწავლის შედეგად მიღებულ ცოდნას (ინტერვენციის ალტერნატიული გზების მოძიება, მიმართულების განსაზღვრა, ფსიქოეკოლოგიის დაცვა და ა.შ.);
  •  შეგეძლებათ ქეისის წარმართვა ეთიკის პრინციპების სრული დაცვით.

Facebook დახურული ჯგუფი და ჩატი 

ჩაერთვებით Facebook დახურულ ჯგუფში და ჩატში, სადაც მოხდება საორგანიზაციო და ჯგუფის მუშაობის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული კითხვების, კომენტარების, მოსაზრებების, ემოციების, რეფლექსიის ოპერატიული გაზიარება და უკუკავშირის მიღება სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისგან.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • სწრაფი ორგანიზებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას;
  • ჯგუფის წევრების მხარდაჭერას;
  • ოპერატიულ უკუკავშირს;
  • ინსაიტებსა და რეფლექსიებს.

ყავის შესვენებები/ლანჩი

სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ყავის შესვენება და ლანჩი, რომლის მანძილზეც მოიკრებთ ძალებს და არაფორმალურ გარემოში გაუზიარებთ ჯგუფის წევრებსა და სპეციალისტებს თქვენს მოსაზრებებს, ემოციებსა და რეფლექსიებს.

შედეგად თქვენ მიიღებთ:


  • აღიდგენთ სამუშაო ძალებსა და ენერგიას;
  • სასაიმოვნოდ გაატარებთ დროს ჯგუფის წევრებსა და სპეციალისტებთან ერთად;
  •  მიიღებთ მათ მხარდაჭერას არაფორმალურ გარემოში.

სწავლების ინდივიდუალური გეგმა

გადმოგეცემათ სწავლის ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება წლიური პროგრმა - ჩატარების დრო, ხანგრძლივობა, საათების რაოდენობა, სპეციალისტი.

შედეგად თქვენ მიიღებთ:


  • თქვენი დროის ორგანიზების მარტივ საშუალებას;
  •  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და დინამიკის ნათელ ხედვას.

ლიტერატურაზე მუშაობა

გადმოგეცემათ ელექტრონული ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა (პრეზენტაცია, ჰენდაუთი და ა.შ.), რომელზეც იმუშავებთ ლექცია/სემინარებსა და ტრენინგებს შორის შუალედში.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

 

  • განიმტკიცებთ ლექცია/სემინარზე და ტრენინგზე მიღებულ ცოდნას;
  • მოახდენთ შეკითხვებისა და მოსაზრებების გენერირებას, რომელსაც უპასუხებენ პროგრამაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები.

ღირებულება

ლექცია/სემინარები და ტრენინგები

1625 ევრო ლარში

წელიწადში ოთხჯერადი გადახდა

პროგრამის ყველა ლექცია/სემინარი და ტრენინგი, მათ შორის უცხოელ ექსპერტებთან

სწავლის ინდივიდუალური გეგმა

ელექტრონული მასალა (პრეზენტაციები, ჰენდაუთები და ა.შ.)

ტექნიკების კონკრეტული ალგორითმები - ნაბიჯებად გაწერილ სქემები სტატეგიული კითხვებითა და ძირითადი აქცენტებით

პროგრამაში ჩართული ექსპერტების პირადი უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოზე, მათი შეფასება და რეკომენდაციები

წვდომა Facebook დახურულ ჯგუფთან

გაიცნობ ახალ ადამიანებს, გექნება გამოცდილების გაზიარებისა და მიღების შესაძლებლობა შენ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან, მათ შორის არაფორმალურ გარემოში

სწავლისა და ტრენინგების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატი აკრედიტებული საათებით

დამატებითი ბონუსი მთელი პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე უფასო დასწრება „დენდრონის“ ყველა ღონისძიებაზე, რომელსაც ჩაატარებენ ადგილობრივი ექსპერტები (საშუალო წლირი ღირებულება 4000 ლარი)


სრული კურსი       საუკეთესო არჩევანი                    

2000 ევრო ლარში

წელიწადში ოთხჯერადი გადახდა

პროგრამის ყველა ლექცია/სემინარი, მათ შორის უცხოელ ექსპერტებთან

სწავლის ინდივიდუალური გეგმა

ელექტრონული მასალა (პრეზენტაციები, ჰენდაუთები და ა.შ.)

ტექნიკების კონკრეტული ალგორითმები - ნაბიჯებად გაწერილ სქემები სტატეგიული კითხვებითა და ძირითადი აქცენტებით

პროგრამაში ჩართული ექსპერტების პირადი უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოზე, მათი შეფასება და რეკომენდაციები

წვდომა Facebook დახურულ ჯგუფთან

გაიცნობ ახალ ადამიანებს, გექნება გამოცდილების გაზიარებისა და მიღების შესაძლებლობა შენ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან, მათ შორის არაფორმალურ გარემოში

გაიცნობ ახალ ადამიანებს, გექნება გამოცდილების გაზიარებისა და მიღების შესაძლებლობა შენ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან, მათ შორის არაფორმალურ გარემოში

ჯგუფური ფსიქოთერაპია 200 საათი, ინდივიდუალური - 50

ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული  მუშაობის სუპერვიზია (150 საათი)

ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული  მუშაობის სუპერვიზია (150 საათი)

ფსიქოთერაპიული მუშაობის პრაქტიკა ლიზენზირებული ნარკოლოგიური კლინიკის პაციენტებთან (300 საათი)

ფსიქოთერაპევტის ევროპული სერთიფიკატი (ECP), და პრაქტიკის უფლება ევროკავშირის ნებიემიერ ქვეყანაში შსაბამისი ენის C1 დონის შემთხვევაში!

ლექცია/სემინარები და ტრენინგები + თერაპია 

1875 ევრო ლარში 

წელიწადში ოთხჯერადი გადახდა

პროგრამის ყველა ლექცია/სემინარი და ტრენინგი, მათ შორის უცხოელ ექსპერტებთან;

ინდივიდუალური სამუშაო გეგმა

ელეტრონული მასალა (პრეზენტაციები, ჰენდაუთები და ა.შ.)

პროგრამაში ჩართული ექსპერტების პირადი უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოზე, მათი შეფასება და რეკომენდაციები

წვდომა Facebook დახურულ ჯგუფთან

გაიცნობ ახალ ადამიანებს, გექნება გამოცდილების გაზიარებისა და მიღების შესაძლებლობა

სწავლისა და ტრენინგების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატი აკრედიტებული საათებით და ცნობა გავლილი თერაპიული სათების მითითებით

ჯგუფური ფსიქოთერაპია 200 საათი, ინდივიდუალური - 50

დამატებითი ბონუსი მთელი პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე უფასო დასწრება „დენდრონის“ ყველა ღონისძიებაზე, რომელსაც ჩაატარებენ ადგილობრივი ექსპერტები (საშუალო წლირი ღირებულება 4000 ლარი).

ხშირად დასმული კითხვები

მივიებ თუ არა ევროპულ აკრედიტაციას?

დიახ, ევროპულ აკრედიტაციის მიიღებთ სრული პროგრამის გავლისა და სერტიფიცირების შემდეგ.

რაში გამომადგება სერთიფიკატი?

ამაზე უპასუხე: სერთიფიკატის მოპოვების შემდეგ გახდებით ფსიქოთერაპევტთა ერთიანი ევროპული ბაზის წევრი. შეგეძლებათ აწარმოოთ პრაქტიკა ევროპაში, რა თქმა უნდა ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

შევძლებ თუ არა ფსიქოთერაპევტად მუშაობას?

დიახ შეძლებთ, პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

შევძლებ თუ არა ჩემი სამუშაო შევუთავსო სწავლას?

ლექცია/სემინარები, ტრენინგები და თერაპია გაიმართება თვეში ერთხელ ინტენსიური სწავლების სახით (7-8 საათი 2-3 დღის მანძილზე, უმეტესწილად შაბათ-კვირას), შესაბამისად შეძლებთ სამსახურისა და სწავლის შეთავსებას.

სად შევძლებ მუშაობას?

მუშაობა შეგეძლებათ სამედიცინო დაწესებულებებში, ფსიქო - სოციალურ სერვისში, პროექტში, შეგიძლიათ გახსნათ, აგრეთვე, კერძო კაბინეტი.

რა პროფესიის პირებს შეუძლიათ მონაწილეობა პროგრამაში?

პროგრამაში შეუძლია მონაწილეობა ნებისმიერი ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს.

რას ნიშნავს მოდალობების ინტეგრაცია?

მოდალობების ინტეგრაცია ნიშნავს სხვადასხვა თერაპიული სკოლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილების სინთეზსს.

რით განსხვავდება სხვა მოდალობებისგან?

გაძლევთ მეტი მოქნილობის შესაძლებლობას, ვინაიდან იძენთ ფსიქოლოგიური პრობლემის სხვა და სხვა ინსტრუმენტებით  მოგვარების ცოდნასა და უნარებს.

რამდენად შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად შემოტანა?

თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ 4 ნაწილად წლის განმავლობაში.

გამოხმაურებები

ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლი დენდრონი 

საიდენტიფიკაციო კოდი: 406055398


მისამართი: კოსტავას47/57


T: 599 50 58 98 /  599  94 74 19


ელექტრონული ფოსტა : pps.dendroni@gmail.com